მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა - ოთარ შამუგია

63ce61d273df1
BM.GE
23.01.23 14:50
439
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ბერლინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრაზე ვაჰით ქირიშჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს საქართველოსთან არა მხოლოდ მეზობლური, არამედ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, საქართველოსთვის თურქეთი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, რასაც კიდევ მეტად შეუწყო ხელი თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ; ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველო გახდეს ნეტოექსპორტიორი ქვეყანა. ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ფერმერებს არაერთი მიმართულებით ეხმარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თურქულ მხარესთან ერთად, თევზჭერის და სატყეო მიმართულებებით თანამშრომლობის მემორანდუმების პროექტზე მუშაობა დაასრულა, რაც მნიშვნელოვანი იქნება ორივე ქვეყნისთვის.

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია - რა გავყიდეთ/ვიყიდეთ 2022 წელს?