მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ჩვენი მიზანია, მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოში უყვართ ფეხბურთი'' - თემურ ჭყონია

641026047f83a
ირაკლი მოდებაძე
14.03.23 11:57
1722

საქართველოში 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სიმბოლური, 100 დღის დარჩენასთან დაკავშირებით სამ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უკუთვლის საათი ჩაირთო. დედაქალაქსა და ქუთაისში სპეციალური ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის, კერძო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მმართველი პირები დაესწრნენ, ბათუმში კი ღონისძიება გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა.

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი ,,კოკა-კოლაა’’, შესაბამისად თბილისში ჩატარებულ ღონისძიებას ესწრებოდა "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას’’ გენერალური მენეჯერი თემურ ჭყონია, რომელმაც შეაფასა ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პროცესი:

"ისტორიული ტურნირია, საქართველო გამოჩნდება მსოფლიოს საფეხბურთო რუკაზე. ინფრასტრუქტურა განვითარებულია, სტადიონები აშენდა, მთელი ევროპა ელოდება ამ ტურნირს და ჩვენ, როგორც სპონსორებს ძალიან გვეამაყება, რომ სპორტთან არის დაკავშირებული ჩვენი მოღვაწეობა", - აცხადებს თემურ ჭყონია.

მან ასევე ისაუბრა ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებზე და განაცხადა, რომ მათი ეიმედება და მიზანი უნდა იყოს ჩემპიონობა:

"წლევანდელი ნაკრები ნამდვილად იმსახურებს ევროპის ჩემპიონობას, ნაკლებზე განაცხადი არ შეიძლება გაკეთდეს იმიტომ, რომ ისეთი შემადგენლობა მოტივაცია აქვს დღეს ქართულ ფეხბურთს, რომ წარმოუდგენელია დიდ წარმატების გარეშე ტურნირის დამთავრება. ჩვენი მიზანია მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოში უყვართ ფეხბურთი, ამისათვის უნდა გავავსოთ სტადიონები, რითაც დავამტკიცებთ იმას, რომ საქართველო არის სპორტული ქვეყანა", - ამბობს თემურ ჭყონია.

ცნობისთვის, ევროპის 21-წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა კი 13 მარტს აბონემენეტების ფორმატში დაიწყო. ასევე შეგახსენებთ, რომ ტურნირის გენერალური სპონსორი ,,კოკა-კოლაა'', რომელიც ეროვნულ ნაკრების, ვაჟთა ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდისა და სფფ-ის საფეხბურთო აკადემიების განსაკუთრებული პარტნიორია.