მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი პროგნოზით, ლარი წლის ბოლოს 3.3-მდე მაინც გამყარდება - ოთარ ნადარაია

5fa506df5be84
ლიკა გურაბანიძე
06.11.20 12:15
1125

"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 3.3 ნიშნულამდე გამყარდება. როგორც თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ "საქმიან დილაში" განაცხადა, მათი წინა პროგნოზით, წლის ბოლომდე 1 დოლარის ღირებულება 3.2-3.3 ლარი იყო.

ნადარაია იმედოვნებს, რომ ეროვნული ვალუტა პოზიციებს მცირედით მაინც გაიმყარებს.

 
"გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას მოლოდინები უნდა აღვნიშნოთ. მაგალითად, რაციონალური მოლოდინები, რაც თურქული ლირის გაუფასურებასთან არის დაკავშირებული. თუ პირობითად, ლირა დოლართან მიმართებით 10%-ით გაუფასურდა, ამას ლარის დოლართან მიმართებით 1-1.5%-ით გაუფასურება მოჰყვება. ვფიქრობ, რომ ეს გაცვლით კურსზე უკვე ზედმეტად ასახულია. 

 

მეორე განწყობა კი არჩევნების თემატიკაა, ბაზარზე განწყობები საკმაოდ მძლავრი იყო, რომ არჩევნების შემდეგ კურსი გაუფასურდებოდა და სამწუხაროდ, ეს პროგნოზი გამართლდა” - განაცხადა ნადარაიამ. 

 

ინფორმაციისთვის, დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.40 ლარი ღირს. მარტის შემდგომ ეროვნული ვალუტა ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა. უკანასკნელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 16 თეთრით გაუფასურდა.