მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წმინდა სავალუტო შემოდინებები უმჯობესდება - განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მთავარი ეკონომისტი
20.11.23 14:09
245
სტატიაში საუბარია:

“თიბისი კაპიტალის” მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი გამყარება, რაც ოქტომბრის განმავლობაში მოხდა, მეტყველებს იმაზე რომ ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებულია.

“წმინდა სავალუტო შემოდინენები უკვე ზედიზედ მეორე თვეა უმჯობესდება, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად. მართლაც, როგორც გასულ კვირას აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრის შესაბამისი მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ, რომ ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, ოქტომბრის მსგავსად, სავარაუდოდ სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია. იმ ფონზე, როდესაც 15 ნოემბრის მდგომარეობით დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია უფრო მეტად ვალუტის დეპოზიტების ზრდას აჩვენებს, ლარის გაუფასურება არ იკვეთება.

თავისთავად, სავალუტო ბაზარზე სებ-ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ჩვენი შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება, ინტერვენციის შედეგი ყოფილა, რადგანაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლად არის გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის,”- ნათქვამია “თიბისი კაპიტალის” მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

სრულად პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები