მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს - ზახაროვა ჰააგის სასამართლოს

641490e87e6f5
ალა ისპირიანი
17.03.23 20:00
787
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის არაფერს ნიშნავს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, მათ შორის იურიდიულად. რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა და მის წინაშე ვალდებულებები არ აქვს. რუსეთი ამ ორგანოებთან არ თანამშრომლობს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული შესაძლო დაკავების "რეცეპტი" იურიდიულად ჩვენთვის ძალადაკარგული იქნება", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. დაკავების ორდელი, გაიცა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართაც. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები