მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: 22 მილიონი ვიეტნამელი მოსწავლე დღეს სკოლებს დაუბრუნდა

5eafe51b532e3
ნათია თაქთაქიშვილი
04.05.20 21:30
740
სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, რაც COVID-19-თან ბრძოლის ფარგლებში გამოცხადდა, 22 მილიონი ვიეტნამელი მოსწავლე დღეს სკოლებს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის 63 პროვინციიდან 18-ში სწავლა დღეს განახლდება, მაშინ როდესაც 30 პროვინციაში სკოლები და საბავშვო ბაღები აპრილის ბოლოდან გაიხსნა.

როგორც საგანმანათელებლო დაწესებულებებში აცხადებენ, მათ პრობლემები შეექმნათ, რადგან იძულებულნი არიან კალსები დაყონ სოციალური დისტანცირების ნორმებიდან გამომდგინარე, რაც პედაგოგების და საკლასო ოთახების ნაკლებობას იწვევს.

4 მაისის მონაცემებით, ვიეტნამში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 271 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 219 ინფიცირებული.