მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: აშშ უკრაინას $500 მლნ-ის „პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას“ გაუწევს

6244950830af9
BM.GE
30.03.22 21:46
751
CNN-ი, თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის „პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას“გაუწევს. ამის შესახებ ცნობილი ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, საბიუჯეტო დახმარება, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინას ხელფასების გადახდაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ ბაიდენთან ზარის შემდეგ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მათ ისაუბრეს თავდაცვით მხარდაჭერაზე, გაძლიერებული სანქციების ახალ პაკეტზე, მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.