მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: ავიაკომპანიები მოგზაურობის ახალ ნორმებს აწესებენ

5ea93c63b7013
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.20 15:20
1491
როგორც მედია გამოცემა CNN-ი იუწყება, უსაფრთხოების და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ავიაკომპანიები მოგზაურობის ახალ ნორმებს აწესებენ.

ავიაკომპანია JetBlue Airways აცხადებს, რომ კომპანია ყველა მგზავრს და ეკიპაჟის წევრს მოსთხოვს ნიღბის ტარებას 4 მაისიდან. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მაისის დასაწყისიდან მგზავრებს დაურიგებს სტერილურ ხელსახოცებს და სადიზენფექციო გელს.

მგზავრობისას უსაფრთხოების ნორმების გაზრდაზე აცხადებს ასევე აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია United Airlines. ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ მინიმუმ 31 მაისის ჩათვლით მკაცრად დაიცავენ მგზავრებს შორის სოციალური დისტანცირების ნორმებს თვითმფრინავში ჩასხდომისას და ასევე მის სალონში.

ავიაკომპანია ასევე ცვლის კვების სტანდარტს და ფრენის დროს მომსახურების შეხების წერტილების შესამცირებლად გადადის ძირითადად შეფუთულ საკვებსა და დალუქულ სასმელებზე. United Airlines-ი ასევე ავალდებულებს მის მგზავრებს პირბადეების გამოყენებას.

აღსანიშნავია, რომ აზიურმა ავიაკომპანიებმა Malaysia Airlines-მა, Korean Air-მა ასევე მსგავსი ზომების გატარება დაიწყეს 23 აპრილიდან. ავიაკომპანიები მგზავრებს ნიღბების ტარებასა და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვას ავალდებულებენ.

ასევე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ევროპული ავიაკომპანიები Air France-ი და KLM-ი მგზავრებს თავად დაურიგებენ პირბადეებს და ხელთათმანებს.