მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: ტრამპის "ტექნოლოგიური ომის" შემდგომი სამიზნე შესაძლოა Alibaba გახდეს

5f3521a19af14
ნათია თაქთაქიშვილი
13.08.20 17:22
918
Huawei-ის, TikTok-ის და WeChat-ის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტექნოლოგიური ომის შემდგომი სამიზნე შესაძლოა Alibaba გახდეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ქმედებები, რომლებიც ჩინური კომპანიების წინააღმდეგ არის მიმართული, გლობალურ მოთამაშეებს აიძულებს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გააკეთონ არჩევანი.

როგორც CNN-ი წერს, Alibaba-ს ჯერ არ ემუქრება იგივე ტიპის სანქციები, რაც ტრამპმა სხვა ჩინურ ტექ-კომპანიებს დაუწესა. უფრო მეტიც, ტრამპი, კომპანიის დამფუძნებელ ჯეკ მას „თავის მეგობრად“ მოიხსენიებს. თავის მხრივ ჯეკ მამაც, აშშ-ის კორნავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით კორონავირუსის დასადგენი ტესტები და პირბადეები აჩუქრა.

მიუხედავად ამისა, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ოფიციალურ პირებს Alibaba-სთან დაკავშირებით გარკვეული მიზნები აქვთ. გასულ კვირას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Alibaba-ს შემოწმება დაანონსა.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პლატფორმების, მათ შორის პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავს. მისივე თქმით, ეს პროგრამები მომხმარებლებმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გადმოწერონ, თუ სურთ, რომ საკუთარი პირადი მონაცემები ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩაუვარდეს ხელში.