მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეკ მას Ant Group-მა რეკორდული $6.5 მილიარდის ვალი აიღო

6406f56c82f2e
გიორგი თოლორდავა
09.03.23 13:14
1079
ჩინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეწარმის, ჯეკ მას მიერ დაფუძნებულმა ფინტექ ჰოლდინგმა, Ant Group-მა რეკორდული 6.5 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალი აიღო, რომელიც კომპანიის ESG სტრატეგიას მოხმარდება.

მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, Ant Group-ი გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე ფოკუსის გაზრდას და ჩინეთში არსებულ უთანასწორობის პრობლემასთან შეჭიდებას შეეცდება. კომპანია გეგმავს, რომ 2030 წლამდე ემისიების მოცულობა ნულამდე შეამციროს და ნახშირბადნეიტრალური გახდეს.

$6.5-მილიარდიან სესხს რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო ბანკი ერთობლივად გასცემს, მათ შორისაა: JPMorgan, Citigroup, Morgan Stanley და Credit Suisse.

Ant Group-ი ჩინეთის მასშტაბით მოქმედ ყველაზე პოპულარულ საგადახდო სისტემას, Alipay-ს ფლობს, რომელსაც 1.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ Alibaba-სგან განსხვავებით, Ant Group-ი საფონდო ბირჟაზე დალისტული არ არის, რაც ჯეკ მასა და ჩინეთის მმართველი კომუნისტური მთავრობის ურთიერთობის გაუარესებითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ განჭვრეტად მომავალში ნამდვილად არის იმის რეალური შანსი, რომ ფინტექ კომპანია ბირჟაზე განთავსდეს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები