მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-დაზღვევა - რა პაკეტები შესთავაზა სადაზღვევო ინდუსტრიამ მთავრობას?

60b388be4db5d
ანუკა ჯოხაძე
30.05.21 19:10
1217
“პროცესები დაგვიანებულია” - ასე აფასებს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე covid-დაზღვევის პაკეტების შემუშავების საკითხს. მისი აზრით, თუ covid-დაზღვევის შემოღება არ მოხდება, სახელმწიფოს ტურისტების მკურნალობაზე დიდი მოცულობის თანხების დახარჯვა მოუწევს.

ნინა კობახიძის განმარტებით, სადაზღვევო ინდუსტრიამ ჯანდაცვის სამინისტროს ტურისტებზე მორგებული სადაზღვევო covid-პაკეტები 1 თვის წინ შესთავაზა. შესაბამისად, მისივე თქმით, ცნობილია, სავარაუდო ლიმიტებიც, რომლის ფარგლებშიც ტურისტების მკურნალობის ხარჯები ანაზღაურდება.

“ჯანდაცვაში სავარაუდო პაკეტები ბოლოს, დაახლოებით, 1 თვის წინ გვაქვს გაგზავნილი. შეხვედრაც შედგა, თუმცა ველოდებით შედეგს. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ რეგულაციის წესით თქვას, რომ აუცილებელი და სავალდებულოა covid-დაზღვევა, ისევე როგორც PCR-ტესტს ვითხოვთ საზღვარზე. საინტერესო პაკეტები შევთავაზეთ, რომელიც ფარავს, როგორც სასტუმროში მკურნალობის ხარჯებს, ასევე სტაციონარში განთავსების ხარჯებს. ლიმიტი გამოყვანილია იმის მიხედვით, რაც საშუალოდ გვიჯდება ერთი პაციენტის მკურნალობა; ასევე არის პაკეტები, სადაც ძალიან ნეგატიური შედეგის შემთხვევაში სამშობლოში დაბრუნებაც არის შესაძლებელი. სადაზღვევო პაკეტების ჯამური ლიმიტი 30-40 ათას ლარამდე ადის, რაც სრულიად საკმარისია“, - აცხადებს „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ნინა კობახიძე.

შეგახსენებთ: 1 ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებსაც ხსნის. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. ასევე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც ფარავს.