მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-სასტუმროები გაუქმდა - როგორ მოვექცეთ იზოლაციაში სახლის პირობებში?

6214b1bbf034e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 14:00
791
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან covid და საკარანტინე სასტუმროების მოდელი უქმდება. ამასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებმა ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს - როგორ მოექცეს ინფიცირებული პირი იზოლაციაში, რათა კორონავირუსი ოჯახის წევრებს არ გადასდოს.

NCDC-ის დირექტორმა განმარტა, რომ დღეს საიზოლაციო ვადები შემცირებულია და სახლის პირობებში იზოლაციის წესების დაცვა შესაძლებელია.

„დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8 000 საწოლზე მეტი და 5 700 საწოლია დაკავებული, თუ ვინმეს სჭირდება რომ covid-სასტუმროში იწვეს, მათ სტაციონარში გადაიყვანენ.

დღეს იზოლაციის პირობები 5 დღეზეა ჩამოსული. პირბადის ტარებით შესაძლებელია ამ დროს სხვადასხვა ფორმით იზოლირება მოხდეს; როდესაც სახლში ერთი ინფიცირებულია, თუ ჩვენ ვიცავთ ჰიგიენურ პირობებს, დასაშვებია რომ იყოს იზოლირება“, - განმარტა გამყრელიძემ.

covid-სასტუმროს მოდელი თავის არსებობას აღარ ამართლებს - გაბუნიას განმარტება