მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცვის კომპონენტს, რომელიც ამ პირბადემ უნდა უზრუნველყოს, სრულად აკმაყოფილებს - ტიკარაძე

5e903c7f63cdb
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.20 13:35
708
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ კერძო ბიზნესთან თანამშრომლობით შეკერილი პირდაბეები აკმაყოფილებს იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს მსგავსმა პირბადემ. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პირბადეების დამზადების პროცესში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად იყო ჩართული.

"პირბადეებთან დაკავშირებით იყო არაერთი მიმოთქმა, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების მიცემის კუთხით, ჩვენ ასევე გავიარეთ კონსულტაციები ამ პირბადეებთან დაკავშირებით და იმ დაცვის კომპონენტს, რომელიც უნდა უზრუნველყოს ამ პირბადემ, სრულიად აკმაყოფილებენ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.