მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Daily Mail: საქართველოს ტერიტორიიდან ბრიტანულ ლაბორატორიაზე კიბერ-შეტევა მოხდა

5eb7dfee41366
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 14:47
2061
ბრიტანული ტაბლოიდი The Daily Mail-ი აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა COVID-19-ის ბრიტანული ლაბორატორიიდან კიბერ-შეტევის შედეგად მოიპარეს ასობით ბრიტანელის პერსონალური მონაცემები.

საუბარია, Hammersmith Medical Research (HMR)-ში მომხდარ ჰაკერულ თავდასხმაზე, რომლის არსებობას თავად კომპანიაც ადასტურებს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ მათზე თავდასხმა 14 მარტს განხორციელდა. 

გამოცემა წერს, რომ მათ მიერ ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ გამოძიების მასალების მიხედვით, აღნიშნული თავდასხმები კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა საქართველოს ტერიტორიიდან განახორციელეს.

"ერთ-ერთი წყარო საუბრობს იმაზე, რომ ჰაკერებმა მოპარული ინფორმაციის დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს და კომპანის ფასდაკლებას დაჰპირდნენ, თუ კორონავირუსის წამალს იპოვიან,"- წერია სტატიაში. 

Daily Mail-ის ცნობით, მოპარულია პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემები, მათ შორის პასპორტის სკანირებული ასლები, სადაზღვეო ბარათების და ვიზის დოკუმენტების მონაცემები, პაციენტების ფოტოები, კითხვარები და სამედიცინო ისტორიები.