მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანია ციფრული კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტის შემოღებას გეგმავს

601c000296922
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.21 19:44
1392
დანია ციფრული კოვიდ-ვაქცინაციის პასპორტის შემოღებას გეგმავს, რომლის მიზანიც ტურისტებისთვის მოგზაურების გამარტივება და ბიზნესისთვის ხელშეწყობა იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ინიციატივა თავდაპირველად საქმიანი მოგზაურებისათვის იქნება განკუთვნილი. დანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ქვეყანას დაეხმარება რესტორნების გახსნაში, კონფერენციების გამართვაში, მუსიკალური ფესტივალების აღდგენასა და სპორტული ღონისძიებების ჩატარებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დანიის მოსახლეობა თებერვლის ბოლოდან უკვე შეძლებს ვაქცინაციის რეგისტრაციას ციფრულ პასპორტში. აღნიშნული „ციფრული პასპორტი“ აპლიკაციის მეშვეობით სმარტფონებისთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით 3-4 თვეში გახდება.

შეგახსენებთ, რომ დანიამ მკაცრი ლოქდაუნი დეკემბერში გამოაცხადა, რომელიც ძალაში 28 თებერვლის ჩათვლით იქნება.