მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე EPRC-ის გუნდს შეუერთდა

604fa7e95c12d
თამთა ჯიჯავაძე
15.03.21 22:27
1360

დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიგი გიგიაძე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) გუნდს უფროსი მკვლევარის სტატუსით შეუერთდა.

„მატება გვაქვს EPRC-ის გუნდში. გიგი გიგიაძე შემოგვიერთდა და ძალიან ბედნიერები ვართ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ევგენიძემ.



ცნობისთვის, გიგი გიგიაძე 2014-2016 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. 2017 წლიდან კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა დანიის სამეფოსა და ისლანდიაში. თუმცა, 2021 წლის იანვარში ის ამ პოზიციიდან გამოიწვიეს. ამის მიზეზად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საროტაციო ვადის გასვლა დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ გიგი გიგიაძე იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.