ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ფიქრობს, რომ საბანკო რეგულაციებმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დააზარალა.
გვენეტაძის თქმით, ბაზარზე დარჩებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები.
"არ ვფიქრობ, რომ ასე მოხდა. მე ადრეც მითქვამს იმასთან დაკავშირებით, როცა არასაბანკო საფინანსო სექტორზე არის საუბარი, რომ როცა ამ მიმართულებით რეფორმებზე ვსაუბრობთ, ჩვენი გადმოსახედიდან მიკროსაფინანსო სექტორმა უნდა გაიაროს იგივე გზა, რაც გაიარა საბანკო სექტორმა 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც 200-ზე მეტი საბანკო ორგანიზაცია და ბანკი იყო საქართველოში, მაგრამ მათ მიერ გაწეული მომსახურეობა და მათი კონტრიბუცია ეკონომიკაში ნამდვილად არ იყო ისეთი, როგორიც დღეს არის. ეს გზა მიკროსაფინანსო სექტორს გასავლელი აქვს. ის, რომ დღეს 200-ზე მეტი ბანკი არ გვაქვს და გვაქვს 15 ბანკი საქართველოში, არ ნიშნავს, რომ დღევანდელი საბანკო სექტორის კონტრიბუცია უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს 20-ზე მეტ ბანკს ჰქონდა. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ მიკროსაფინანსო სექტორს. სისტემა იზრდებოდა არაჯანსაღად, მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიდრე ის არაჯანსაღად გაიზრდებოდა, მიღებულიყო ზომები რეგულაციებთან დაკავშირებით. დარჩებიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ ძალა, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები", - ამბობს გვენეტაძე.
მისივე თქმით, მიკროსაფინანსო სექტორის სესხების პორტფელი ზრდადია და ეს ტემპი 6%-ია.
"ბევრჯერ იყო ინფორმაცია, რომ 2019 წელი ზარალით დამთავრდა, რაც არის ძალიან ცუდი, ეს ტექნიკურად შეიძლება სწორი ინფორმაციაა, მაგრამ თუ ჩავყვებით, ამის მიზეზი არის ის, რომ მხოლოდ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ჰქონდა დიდი ზარალი და ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ეფექტს თუ გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ სექტორი მომგებიანია - თანხით 42 მლნ ლარი. ანუ თუ 2018 წელს წმინდა მოგება სექტორის იყო 31 მლნ ლარი, ამ ერთი მიკროსაფინანსოს გამოკლებით 2019 წელს მოგება 42 მლნ ლარია, რაც კარგი მაჩვენებელია. მიკროსაფინანსო სექტორის სესხების პორტფელი არის ზრდადი და ამ პორტფელის ზრდის ტემპი 6%-ია. უნდა აღვნიშნო, რომ ზედამხედველობის დაწყებამ ხელი შეუწყო სექტორის გაჯანსაღებას და სანდოობის ზრდას", - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ამ საკითხის შეჯამებისას დასძენს, რომ "ხმები მიკროსაფინანსო სექტორის გარდაცვალებაზე, გადაჭარბებულია".
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. მათი რაოდენობა გასული 1 წლის განმავლობაში 19-ით არის შემცირებული.
კომპანიების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, შემცირებულია ამ სფეროს აქტივებისა და შემოსავლების მოცულობა; მოგების ნაცვლად კი, ეს ფირმები მრავალმილიონიან ზარალს განიცდიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი