საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც აზარტული თამაშების სექტორს რეგულაციებს უწესებს, რეალურად ქმედითი იქნება.
“დარწმუნებული ვარ, ეს კანონი იმუშვებს და გადაარჩენს უამრავ ადამიანს. ასეთი ტრაგედიები ხდება ჩვენს ქვეყანაში. დავაკვირდებით კანონს; ჩვენი კომიტეტი გადახედავს და თუ რამე იქნება შესაცვლელი ან დასამატებელი კანონის მუშაობის პერიოდში, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები ჩემს კოლეგებს და ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც ამასთან დაკავშირებით გარკვეულ პოზიციას გამოთქვამს. ყველაფერის გაღება ღირს იმის ფასად, რომ გადავარჩინოთ ახალგაზრდები და ჩვენი მოქალაქეები. არ მგონია, ეს ამ კანონმა არ მოიტანოს”, - აცხადებს წაქაძე.
მთავრობა ქვეყანაში აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე საჯარო მოხელეებს და სოცდაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება.
ასევე, ონლაინ-თამაშების ოპერატორებისთვის სრულად იცვლება საგადასახადო ბაზა და ის არსებულთან შედარებით 65%-70%-ით ფართოვდება, თუმცა მომხმარებლისთვის თამაშების აკრძალვის გამო, მოთამაშეთა მთლიანი რაოდენობა შემცირდება, რის გამოც მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ გაზრდილი გადასახადების ფონზე, სექტორიდან ბიუჯეტში შესული თანხები, დაახლოებით, უცვლელ დონეზე (300-400 მლნ ლარზე) შენარჩუნდება. კიდევ ერთი რეგულაცია აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვას უკავშირდება.
პარლამენტში 13 დეკემბერს დარეგისტრირდა ამ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც ბიუროს გადაწყვეტილებით არა - ჩვეულებრივი, არამედ დაჩქარებული წესით მოხდება და ის ძალაში უკვე 2022 წლის იანვრიდან უნდა შევიდეს.
ვრცლად კანონპროექტი იხილეთ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება