მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასტური გვაქვს მიღებული "აირზენასგან", რომ ყველაფერს დაემორჩილებიან - მინისტრი

5e78825fb4a0f
ინგა მურუსიძე
23.03.20 13:49
2356
დასტური გვაქვს მიღებული ავიაკომპანია „აირზენასგან“, რომ ყველაფერს დაემორჩილებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი მოლაპარაკება დასრულებულია და სუბსიდირება არ იქნება.

„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება და ძალიან მარტივია ჩვენი გადაწყვეტილება. ახლა ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში. ყველა კომპანია ვალდებულია კანონითაც და სხვა თუ არაფერი პატრიოტული მოწოდებებითაც, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან, მათ შორის ავიაკომპანიებიც.

კვირაში ორი რეისი შესრულდება როგორც წესი, ეს არის არა რეგულარული, არამედ სპეციალური ჩარტერული რეისი. სახელმწიფო არ განახორციელებს არანაირ სუბსიდირებას, მაგრამ სახელმწიფო, რომელიც რეისებს შეასრულებს, არის მკაცრად გაფრთხილებული, რომ მაქსიმალურად მისაღები ფასები უნდა იყოს ბილეთებზე. ჩვენ ბილეთებზე ფასის მაქსიმალურ ზღვარს ვუწესებთ. თვითმფრინავში ასევე უნდა მოხდეს მგზავრების ჭადრაკული განთავსება და ა.შ. ჩვენ გვაქვს დასტური „აირზენასგან“, რომ ყველაფერს დაემორჩილებიან, რადგან ეს არის რეალობა“, - განაცხადა თურნავამ.