მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ფერაძე - შემოვლითი რკინიგზის პროექტი ე.წ. ეკონომიკური დასაბუთების გარეშე დაიწყო

5e048ef3c26f6
ინგა მურუსიძე
26.12.19 21:11
1431
სამწუხაროდ, შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწყო ყველანაირი ე.წ. ეკონომიკური დასაბუთების გარეშე და მისი უკუგება დღეს არის ნული, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, Forbes Georgia-ს აღმასრულებელ რედაქტორთან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

„ჩემი და კომპანიის გადამოსახედიდან ყველაზე მნიშვნელოვანია შემოვლითი რკინიგზის პროექტის ინვესტირებული 215 მლნ დოლარის რაღაც სახით უკან, კომპანიაში მობრუნება. ეს შემოვლითი რკინიგზის პროექტი საკმაოდ ცნობილი პროექტია საქართველოში. მას ბოლომდე განხორციელება არ მოუწია და შეჩერდა 2014 წელს. სამწუხაროდ, პროექტი დაიწყო ყველანაირი „ფიზიბილითი სთადის“, ე.წ. ეკონომიკური დასაბუთების გარეშე და მისი უკუგება დღეს არის ნული. საქართველოს რკინიგზას უწევს ამ სესხის ყოველწლიურად დაფარვა, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია“, - განაცხადა ფერაძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს რკინიგზას მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევასთან გამკლავება, ფერაძე პასუხობს, რომ „არსებობს რამდენიმე, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით ვერსიები“.

„გვაქვს ვერსიები, ვმუშაობთ მთავრობასთან და ალბათ მომავალ წელს რაღაც პასუხები გვექნება ამ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა ფერაძემ.