მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

5f4fa3cb6ab8e
ინგა მურუსიძე
02.09.20 18:20
1069
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა.

როგორც bm.ge-ს სემეკ-იდან აცნობეს, სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა USAID-ის როლზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში და ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პირობებში ბაზრის მონაწილეთა ტრენინგების მნიშვნელობაზე, რომელსაც USAID უზრუნველყოფს.

დავით ნარმანიამ მიმოიხილა ელექტროენერგეტიკული ბაზარის სიახლეები, ბაზრის კონცეფციის მოთხოვნები. სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაწილეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

USAID-ის ენერგეტიკულმა პროგრამამ ვაჭრობის სიმულაციების ტრენინგების სერია წარადგინა, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების უნარების განვითარებას, რათა მათ შეძლონ კონკურენტულ ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობა. ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) სავაჭრო პლატფორმის შემუშავებული დემო ვერსიის საშუალებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეები ჩაერთვებიან ბაზრის სიმულაციაში და გამოიმუშავებენ საჭირო უნარ-ჩვევებს რათა მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით კონკურენტულ ვაჭრობაში, რომლის დაწყებაც დაგეგმილია 2021 წლის ივლისიდან. ამ ტიპის ვაჭრობის მექანიზმი ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას სარგებელი მოაქვს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე მწარმოებლისთვის, რადგან ზრდის კონკურენციას ბაზარზე და ხელს უწყობს ფასების გამჭვირვალობას.

სემეკისა და USAID საქართველოს მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ტრენინგ-სესიების ოფიციალური გახსნის ღონისძიება სემეკში გაიმართა.
NS