მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე: როგორც ექიმი, მზად ვარ, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩავერთო

5e86d810a9f96
ინგა მურუსიძე
03.04.20 10:30
1466
„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, - ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია ნათქვამი.

„საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივასა და მოწოდებას. ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით მოქალაქეებისადმი სოლიდარობის აქციას და „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ“, - აცხადებენ ფონდში.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას.

„ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთმანეთის გვერდში დგომა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე,
როგორც პროფესიით ექიმი და სამედიცინო განათლების მქონე ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე, ვუერთდებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პაციენტებთან საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს პროფესიულად ჩავერთოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში,“ - განაცხადა დავით საგანელიძე.