მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დახურულ სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფიზიკური პირი 20, ხოლო იურიდიული - 500 ლარით დაჯარიმდება

5ee34b9c6d706
ინგა მურუსიძე
12.06.20 13:47
1046
დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, - პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი მიიღო.

უმრავლესობის დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის მიერ ინცირებულ კანონპროექტში ასევე წერია, რომ იურიდიული პირი, ვინც თავის სივრცეში დაუშვებს მოქალაქის შესვლას, რომელსაც პირბადე არ უკეთია - 500 ლარით დაჯარიმდება.

ჯარიმები არ შეეხებათ პირებს, რომლებიც წარადგენენ ცნობას, რომ პირბადე მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

კანონპროექტის თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც.
როგორც ოხანაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანონი იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ქვეყანა პანდემია-ეპიდემიის პირობებში იქნება.