მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დაზღვევის ინდუსტრია ვერ გაიზრდება ისე, როგორც ვპროგნოზირებდით” - PSP დაზღვევა

6230e8ca8f1ab
მარიამ ადამია
16.03.22 20:30
1240

"PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორის, სოფო ლებანიძის თქმით, წელს სადაზღვევო სექტორი ელოდა, რომ პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ისედაც რთულ მდგომარეობას, ახლა მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე ომი ემატება, რაც ნეგატიურად აისახება ბიზნესზე და მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.

“თუ კოვიდპანდემიის დროს ჩვენი გამოწვევა იყო უტილიზაციის ზრდა და ინფლაციური პროცესები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა დაზღვევის ზარალიანობა, დღეს ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაზღვევის ინდუსტრია სავარაუდოდ, ვერ გაიზრდება იმ მაჩვენებლით, რომელსაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, რადგან თუ რისკების მართვის შესყიდვის მაჩვენებელი შემცირებული იქნება, ან თუნდაც გაიყინება ერთ ნიშნულზე, რა თქმა უნდა, საუბარი ვერ გვექნება ბიზნესის განვითარების დადებით ტენდენციაზე,” - აცხადებს სოფო ლებანიძე.

"PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი, BMG-სთან საუბრისას ამბობს, რომ პანდემიის დროს, დაზღვევის სერვისის მეტი მოხმარება დაფიქსირდა, რამაც ზარალიანობის მაჩვენებელი გაზარდა. ამას დაემატა ინფლაციური პროცესების ნეგატიური გავლენაც.

“ახლა ჩვენ ვხედავთ იმას რომ დაზღვევის ბიზნესის ზრდა დამოკიდებულია სხვა ბიზნესების განვითარებაზე და თუ იქ განვითარების ტენდენციები შეფერხდა, ჩვენი სერვისით, მოსახლეობის გარკვეული კატეგორია ვეღარ ისარგებლებს, რადგან ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამუშაო ადგილებზე. ხოლო რაც შეეხება, ქონებრივ რისკებს, ბუნებრივია თუ ბიზნესის ზრდის ტენდენცია შენელდა ან გაიყინა, ესეც აისახება უკვე კერძო დაზღვევის სისტემაზეც”, - განაცხადა სოფო ლებანიძემ.