მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში საქართველოში ფულადი გზავნილებით რეკორდული - $229 მლნ გადმოირიცხა - ტოპ ქვეყნები

61e5252f92baa
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.22 12:17
9952
ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების დეკემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში 229 მილიონი დოლარი გადმოირიცა, რაც ნებისმიერი წინა თვის რაოდენობაზე მეტია და ფულადი გზავნილების ისტორიული მაქსიმუმია. 2020 წლის დეკემბერთან შედარებით გზავნილები 14.9%-ით არის გაზრდილი.

მთლიანად 2021 წლის განმავლობაში საქართველოში გზავნილები 464 მილიონი დოლარით (24.6%-ით), 2,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

დონორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, შემდეგ პოზიციებზე არიან იტალია და აშშ.

ქვეყნები, საიდანაც დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა.

1. რუსეთის ფედერაცია - $39.7 მლნ დოლარი, კლება -2%
2. იტალია - $37.9 მლნ დოლარი, მატება 19%
3. აშშ - $26.7 მლნ დოლარი, მატება 19%
4. საბერძნეთი - $20.5 მლნ დოლარი, კლება -9%
5. ისრაელი - $17.7 მლნ დოლარი, მატება 14%
6. ყაზახეთი - $13.3 მლნ დოლარი, მატება 368%
7. გერმანია - $11.6 მლნ დოლარი, მატება 39%
8. თურქეთი - $8.1 მლნ დოლარი, კლება -18%
9. უკრაინა - $7.8 მლნ დოლარი, კლება -18%
10. აზერბაიჯანი - $6.8 მლნ დოლარი, მატება 17%
11. ყირგიზეთი - $5.8 მლნ დოლარი, მატება 297%
12. ესპანეთი - $5.1 მლნ დოლარი, მატება 7%
13. საფრანგეთი - $3.5 მლნ დოლარი, მატება 9%
14. პოლონეთი - $3.0 მლნ დოლარი, მატება 14%
15. გაერთიანებული სამეფო - $2.0 მლნ დოლარი, მატება 3%
16. ირლანდია - $1.9 მლნ დოლარი, კლება -2%
17. კანადა - $1.9 მლნ დოლარი, მატება 6%
18. კვიპროსი - $1.6 მლნ დოლარი, მატება 42%
19. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ დოლარი, მატება 26%
20. სომხეთი - $1.2 მლნ დოლარი, მატება 0.1%

სებ-ის თანახმად, 2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (103.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბერის (24.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.