მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება - კობახიძე

62bef1b0a07f5
BM.GE
01.07.22 17:06
939
დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უზრუნველყოფს.

"დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორობის მონაწილეობით, რომელიც პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას პოლარიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ყოველკვირეულ ანგარიშს წარუდგენს. მონიტორინგის ანგარიშში აისახება პოლიტიკური პარტიების რეკომენდაციები, მედია საშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი საპარლამენტო პოლიტიკურ პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე", - განაცხადა კობახიძემ.