მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი მთავრობას მიმართავს: ასე თუ გავაგრძელეთ, წლების შემდეგ ტყიბული არ იქნება

5fe070574d7b1
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 14:03
880
ყოფილი ბიზნესმენი და პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დეპუტატი ბეჟან წაქაძე მაია ცქიტიშვილს და ნათია თურნავას ტყიბულის გადარჩენის მოთხოვნით მიმართავს.

„ჩემი მუნიციპალიტეტების მაგალითზე გეტყვით, რომ ტყიბულს ყურადღება ძალიან არ ექცევა“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ მინისტრობის კანდიდატებისთვიის კითხვების დასმისას.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ასე თუ გაგრძელდება, რამდენიმე წელიწადში ტყიბულს მოსახლეობა დატოვებს და ქალაქი „აღარ იქნება“. პრობლემებს შორის ბეჟან წაქაძემ მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება დაასახელა.

„ქალბატონო მაია (ცქიტიშვილი), თქვენ თქვით, რომ პროექტები ისე უნდა განხორციელდეს, რომ რეგიონები თანაბრად განვითარდეს. ეს ნამდვილად კარგია, რადგან რეგიონები დღეს არათანაბრად ვითარდება. ჩემი მუნიციპალიტეტების მაგალითზე გეტყვით, რომ ტყიბულს ყურადღება ძალიან არ ექცევა. ამ საკითხზე ყველა მინისტრთან მექნება საუბარი, იმიტომ რომ, ასე თუ გავაგრძელეთ, ტყიბული გარკვეული წლების შემდეგ ალბათ არ იქნება, ვინაიდან მოსახლეობა, ფაქტობრივად, 65%-ით არის შემცირებული იმ პერიოდებთან შედარებით, როდესაც ტყიბულში, დაახლოებით, 50 000 კაცი ცხოვრობდა, დღეს კი, ეს რიცხვი 17 000 – 18 000 რეგისტრირებულ მოსახლეს შეადგენს. იქ გაზიფიკაცია სანახევროდაც არ არის გაკეთებული, მაშინ როდესაც იგივე ჩემს მუნიციპალიტეტებში ზესტაფონში, თერჯოლასა და ბაღდათში დასრულების პროცესშია. ქალბატონ ნათია თურნავასთან მექნება საუბარი იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულებები ჩართულია მომავალი წლის პროექტებში, ეს იქნება ძალიან მცირე. ეს პროექტები ტყიბულის მიმართულებით უნდა განვავითაროთ, რათა ეს რაიონი არ დავკარგოთ და მოსახლეობა დავაბრუნოთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.