22.იანვარი .2020 17:00

დეპუტატი: "ჯანდაცვის მინისტრს ალბათ ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია"

views 886
უკან

"როგორც ჩანს, ჯანდაცვის მინისტრს ალბათ ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია", - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში, პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილეა ლევან კობერიძემ განაცხადა.

კობერიძემ გადაცემაში ისაუბრა იმ მიმართვაზე, რომლითაც ფრაქციამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა. წერილით დეპუტატები პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მისვლას ითხოვენ.

„ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ეკატერინე ტიკარაძემ გამართა სამედიცინო სექტორთან, 2019 წლის ბოლოს იყო; მან აღიარა, რომ გარკვეული შეცდომები იყო სამინისტროს მხრიდან დაშვებული. მინდა გითხრათ, რომ იყო მცდელობა, რომ საკმაოდ იმპერატიული ტორნით წარმართულიყო შეხვედრა და სექტორზე ზეწოლის ფაქტებსაც შეიცავდა მისი განცხადებები. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას და მინისტრს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი მინისტრია, რომ იტყოდა და ყველა კარი იღებოდა მინისტრის წინ და კერძო სექტორი არ არსებობდა“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა