მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატის მტკიცებით, საზღვრების გახსნაზე საქართველოს პოლიტიკით საბერძნეთი და პოლონეთი შეშფოთებულია

5f16fb8e088fc
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.20 18:31
1162
პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები - პოლონეთი და საბერძნეთი წუხილს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობამ მათი მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიიღო. 

კანდელაკი ირწმუნება, რომ ამის გამო პოლონეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში საქართველოს ელჩები დაიბარეს. 

"ორივე ქვეყანას აქვს კარგი ეპიდემიოლოგიური სურათი. ორივე ქვეყანა აქტიურად უჭერდა მხარს ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ექსკლუზიურ სიაში შეტანას. არჩევნებამდე პოლონეთისთვის საზღვრების არგახსნა, განსაკუთრებით, ქუთაისისთვის ცელის გამოსმაა", – წერს გიორგი კანდელაკი.

დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით BMG საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს საზღვრები უპირობოდ მხოლოდ საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის, ლატვიისთვის, ლიტვისა და ესტონეთისთვის აქვს გახსნილი.