01.ოქტომბერი .2020 17:37

დეპუტატობისთვის გახარიას ეკონომიკური მრჩეველი ბექა ლილუაშვილიც იბრძოლებს

views 593
უკან

„ოცნების“ საპარლამენტო სიაში ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი ბექა ლილუაშვილიც არის.

აღნიშნული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ოცნების“ პარტიული სიიდან ირკვევა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

პრემიერის ეკონომიკური მრჩეველი პარტიულ სიაში 43-ე არის.

ბექა ლილუაშვილი შეიძლება ითქვას, რომ პრემიერის კადრია, რადგან გიორგი გახარიასთან მუშაობის თითქმის 5-წლიანი გამოცდილება აქვს.

ის პროფესიით ეკონომისტია; აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება.

ბექა ლილუაშვილი სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე. 2012-2013 წლებში ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდა პროკრედიტ ბანკ საქართველოს ახალგაზრდა ბანკირების პროგრამაში, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით, რის შედეგადაც დიპლომირებული სპეციალისტია. ბექა ლილუაშვილმა 2008 -2012 წლებში დაამთავრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მაკროეკონომიკის განხრით.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, 2019 წლის ივნისიდან - ოქტომბრამდე, ის იკავებდა საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. მანამდე კი ამავე უწყებაში იყო ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი.

2017 წლის ივნისიდან - დეკემბრამდე ბექა ლილუაშვილი იყო ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. მანამდე კი ის გახლდათ ამავე უწყების პირველი ხარისხის კონსულტანტი.

2014 წლიდან 2017 წლამდე ბექა ლილუაშვილი იკავებდა ეკონიმიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩევლის პოზიციას.

2014 წლამდე პრემიერ-მინისტრის ამჟამინდელი მრჩეველი დასაქმებული იყო სხვადასხვა თანამდებობზე ბანკ „კონსტანტაში“, „პროკრედიტსა“ და „ტაო პრივატში“. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა