მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ევროპის ქვეყნები შიდა საზღვრებს გახსნიან

5ee74fa02b571
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.20 14:41
1279
დღეიდან ბელგია, ხორვატია, შვეიცარია და გერმანია შიდა სასაზღვრო შეზღუდვებს ხსნიან. ამის შესახებ BBC წერს.

ასევე დღეიდან ჩეხეთი 26 ქვეყანასთან შეუზუდავ მიმოსვლას იწყებს, თუმცა ეს არ ეხება ბელგიელ, პორტუგალიელ, შვედ და ბრიტანელ ტურისტებს.

საბერძნეთი საზღვრებს ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩასული მოქალაქეებითვის ხსნის.

ავსტრია სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნას 16 ივნისიდან იწყებს, თუმცა ეს არ ეხება პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მოგზაურებს.

ევროკავშირსა და შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადილების აღდგენისთვის საკუთარი წვლილი შეაქვს გერმანიას. ქვეყანამ საზღვრებზე კონტროლი გააუქმა, რომელიც მარტის შუა რიცხვებიდან მოქმედებდა.

ესპანეთი ევროკავშირის ქვეყნებთან, პორტუგალიის გარდა, თავისუფალ მიმოსვლას 21 ივნისიდან დაიწყებს. პორტუგალიასთან საზღვარი კი 1-ელ ივლისამდე ჩაკეტილი დარჩება.