მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო უბრუნდება ტრადიციულ ნელი ზრდის ტემპს -PMCG-ის მაკრომიმოხილვა

ეკონომიკა

PMCG-ი საქართველოს ეკონომიკის თებერვლის მაკრომიმოხილვას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველო ტრადიციულ ნელი ზრდის ტემპს უბრუნდება. კერძოდ, 2024 წელს ეკონომიკის შედარებით ნელი ზრდაა მოსალოდნელი, რეალური მშპ-ს მოსალოდნელი ზრდა 5.2%-ია (2023 წელთნ შედარებით 2.3 პპ-ით ნაკლები). ექსპორტისა და იმპორტის ზრდის პროგნოზი კი წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

რაც შეეხება ინფლაციას, PMCG-ის მიხედვით, 2024 წელს მთლიანი ინფლაცია სამიზნე ინფლაციაზე (3.0%) ნაკლებ დონეზე, 2.8%-ზე იქნება. მთავრობის ვალი, ბიუჯეტისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 2024 წელს, სავარაუდოდ, 2023 წლის დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, PMCG წერს, რომ მოსალოდნელია ტურიზმის გაუმჯობესება, თუმცა გასათვალისწინებელია რეგიონული კონფლიქტისა და აზერბაიჯანის საზღვრის დაგვიანებული გახსნის რისკები.

გასული წლის ძირითად მიგნებებს კი PMCG შემდეგნაირად აყალიბებს: „ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდა. 2023 წელს საქართველოს ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა (7.5%), თუმცა წინა ორ წელთან შედარებით - უფრო ნელი ტემპით“.

რაც შეეხება 2023 წლის დადებით ტენდენციებს, PMCG -ის მიხედვით, შემდეგი ფაქტორები წარმოადგენს:

− ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. 2023 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც მთლიანი (2.5%), ასევე საბაზო ინფლაცია (3.8%), რასაც მოჰყვა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება.

− ტურიზმის სექტორის აღდგენა. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ტურისტების რაოდენობა, ასევე საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი.

− შრომის ბაზრის გაზრდილი ეფექტიანობა. შემცირებული უმუშევრობისა და ნაკლებად მჭიდრო ვაკანსიების გამოცხადების დონის პარალელურად, 2023 წელს შრომის ბაზრის ეფექტიანობა გაიზარდა.

− მიმზიდველი ბიზნეს და ეკონომიკური კლიმატი. 2023 წლის განმავლობაში, როგორც ბიზნეს, ასევე ეკონომიკური კლიმატი იყო პოზიტიური. ამასთანავე, მოლოდინები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაუმჯობესდა.

ხოლო შემდეგი ფაქტორებია 2023 წლის შემაფერხებელი ტენდენციები:

− რუსეთთან დაკავშირებული ზოგიერთი ეფექტი მცირდება. 2023 წელს ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან იკლო, ასევე შემცირდა ვაჭრობა რუსეთთან.

− მოთხოვნა და ფასი საქართველოს წამყვან საექსპორტო პროდუქტებზე შემცირდა. გლობალური მოთხოვნა და ფასი სპილენძის მადნებსა და ფეროშენადნობებზე შემცირდა, რაც უარყოფითად აისახება ექსპორტის ზრდაზე.

− ზოგიერთ სექტორებში სუსტი აქტივობა დაფიქსირდა 2023 წლის პირველ 9 თვეში. რამდენიმე სექტორში წლიური კლება დაფიქსირდა (მრეწველობა, ჯანდაცვა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული აქტივობები), ხოლო ზოგიერთმა სექტორმა ზრდის უფრო ნელი ტემპი აჩვენა (განთავსება) 2022 წლის 9 თვესთან შედარებით.

− პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. საქართველოში 2023 წლის პირველ 9 თვეში, 2022 წლის 9 თვესთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები