მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან კოჯრის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

62aa0756616c4
BM.GE
15.06.22 20:22
1111
დღეიდან კოჯრის გზაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 
 
მათი ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.

"უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტების მიერ კვლევა მიმდინარეობს, რომელთა დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.