მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება

5ec1761710446
თელარა გელანტია
18.05.20 09:00
999
18 მაისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ეტაპობრივად იწყებს COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე შეზღუდული სერვისების მიწოდებას და ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება.

კერძოდ, დღეიდან, პირველ ეტაპზე აღდგება მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სერვისით.

ამასთანავე, აღდგება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისი.