მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან პარლამენტში მედიას დაუშვებენ - პირბადის ტარება აუცილებელია

5ec507c6e4f7c
თელარა გელანტია
21.05.20 09:00
1101
საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლები მუშაობას დღეიდან COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო რეკომენდაციების სრული დაცვით განაახლებენ.

როგორც bm.ge-ის პარლამენტიდან აცნობეს, შენობაში შესვლისას მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი.

აუცილებელი იქნება პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირების პრინციპის დაცვა. პარლამენტის შენობაში განსაზღვრული იქნება ინტერვიუების ჩაწერის რამდენიმე ლოკაცია (ც კორპუსის მე-3 და მე-5, ხოლო ბ კორპუსის, მე-2 და მე-3 სართულები).

მედიის წარმომადგენლების და მათი რესპონდენტების კომუნიკაციისას ასევე დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დისტანცია. დროებით გაგრძელდება შეზღუდვა მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე კომიტეტის სხდომებზე, ხოლო პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ისინი განთავსდებიან სპეციალურად მედიისთვის განკუთვნილ ლოჟაში. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება საკომიტეტო და პლენარული სხდომების, ასევე ბრიფინგების და სხვა ღონისძიებების ტრანსლირება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.parliament.ge .