მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეისთვის 1 025 კოოპერატივია რეგისტრირებული - სამინისტრო

5fd9dade01eac
ინგა მურუსიძე
16.12.20 15:05
492
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წლიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომლითაც კიდევ უფრო მოწესრიგდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, გრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ერთიან ღირებულებათა ჯაჭვში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების აქტიურ ჩართულობას, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოების, ასევე გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, 1,025 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივია რეგისტრირებული, რომელიც 10,734 მეპაიეს აერთიანებს.