16.აპრილი .2021 15:12

დღეს, 21:00 საათიდან მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 21:00 საათიდან მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
views 323
უკან

მეტეხის გვირაბში შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი გაიწმინდება- ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილის 21:00-დან 17 აპრილის 03:00 საათამდე, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდება და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხება. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება.

ადგილზე მობილიზებული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.