მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს 70 წელს ზემოთ, მარტოხელა პენსიონერებისთვის პირბადეების დარიგება დაიწყება

5e7793cd1c0ea
BM.GE
23.03.20 09:00
924
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დღეს, 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა პენსიონერებისთვის პირბადეების დარიგება დაიწყება. 

"ჩვენ ვიცით, რომ პირბადეები დეფიციტშია, ეს არის გლობალური პრობლემა, მაგრამ რეკორდულ პერიოდში შევძელით, აგვემოქმედებინა პირბადეების ადგილობრივი წარმოება, რომელიც ადრე ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდებოდა, ნულიდან დავიწყეთ და ეს წარმოებები უკვე გამართულია.

ამ პროგრამაში მრავალი სამკერვალო ქარხანაა ჩართული და როგორც კი ჩვენ ნედლეულის რიტმულ მიწოდებას ავაწყობთ, შევძლებთ, რომ უფრო მასობრივად დავიწყოთ წარმოება, მაგრამ დღესაც რასაც ვაწარმოებთ, შეთანხმებული პრიორიტეტებით ვანაწილებთ იმ კატეგორიებზე, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე დგას", - განაცხადა მინისტრმა გუშინ, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აქვე, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ამ მხრივ პრიორიტეტულ ჯგუფებში მედიის წარმომადგენლებიც არიან.

"თქვენ, დამერწმუნეთ, რომ კერძო სექტორის ჯგუფებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხართ, თუმცა მას შემდეგ, რაც 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს დავურიგებთ პირბადეებს. ამას ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მეც კი არ მაქვს პირბადე. პირველ რიგში, პრიორიტეტი 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა პენსიონერია. ამ კატეგორიაში ორშაბათს ვიწყებთ დარიგებას", - მიმართა მინისტრმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად.