მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეს ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ”- ზურაბ პოლოლიკაშვილი

621a637575dff
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.22 21:33
1661
“დღეს ჩვენ ყველანი ვართ და უნდა ვიყოთ უკრაინელები,” - ასე ეხმაურება „ტვიტერში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას.

“დღეს ჩვენ ვართ კრიტიკულ გზაგასაყარზე და ჩვენი მომავალი სასწორზეა.

დღეს ჩვენ ყველანი ვართ და უნდა ვიყოთ უკრაინელები. უნდა ვიმოქმედოთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის წინააღმდეგ. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს უკრაინელ ხალხს ამ რთულ დროს“, - წერს პოლოლიკაშვილი.

მან რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება 24 თებერვალსაც დაგმო.