მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ინფიცირების მაჩვენებლის სერიოზული ნახტომი გვაქვს - ამირან გამყრელიძე

616564ab74a47
ინგა მურუსიძე
12.10.21 14:35
1391
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ინფიცირების მაჩვენებლის სერიოზული ნახტომი გვაქვს.

„გამოჩნდა ახალი შემთხვევების მატების დინამიკა და ყოველ სამშაბათს წინა კვირასთან შედარებით იყო საშუალოდ 600-7000-800-ით მეტი ახალი შემთხვევა. წინა კვირის ანალოგიურ დღესთან შედარებით, ყოველდღე სერიოზული ზრდის დინამიკა გვაქვს. გაუარესდა ყველა ინდიკატორი, როგორიც არის ინციდენტობა და დადებითობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ, მაგრამ ეს დამშვიდების არავითარ საფუძველს არ იძლევა.