მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა - კობა გვენეტაძე კითხვებსაც უპასუხებს

5f60daeeef76b
თელარა გელანტია
16.09.20 09:45
704
დღეს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა.

როგორც bm.ge-ის ეროვნული ბანკიდან აცნობეს, სხდომის დასრულებისთანავე, 12:00 საათზე სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ რეჟიმში გააცნობს.

პირდაპირი ჩართვის დროს მედიის წარმომადგნელებს შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კითხვები დაუსვან.

ცნობისთვის: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 8%-ია. ანალიტიკოსების ნაწილი მის შემცირებას ელის.