მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს რიკოთის საუღელტეხილო გზის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება

5e1f13210985f
თელარა გელანტია
16.01.20 09:00
1754
დღეს, 12:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი არგვეთას მონაკვეთის (F4) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და China National Technical Import and Export Corporation“- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ამის შესახებ bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, კომპანია “Guizhou Highway Engineering Group”-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე მუ ჟინვეი და hina National Technical Import and Export Corporation“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილე იანგ ბინგი მონაწილეობენ.