30.დეკემბერი .2019 13:47

დღგ-ის რეფორმაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

views 266
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დამატებული ღირებულების გადასახადის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის სამუშაო ფორმატში განხილვას განაგრძობს. 

დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა და მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი დაესწრნენ.

"როგორც აღინიშნა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს", – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

საჯარო განხილვების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა