მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი ფრენებთან დაკავშირებულ COVID-რეგულაციებს ცვლის

614883d610b5e
ნათია თაქთაქიშვილი
20.09.21 17:57
938
დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიები მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, გაამარტივონ ფრენებთან დაკავშირებული COVID-რეგულაციები, რაც კორონავირუსზე ტესტირების შემცირებას გულისხმობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანიები აცხადებენ, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ავიასექტორის გახსნას.

BBC-ის ცნობით, 4 ოქტომბრიდან ინგლისში ქარვისა და მწვანე ქვეყნების ჩამონათვალი უქმდება და რჩება მხოლოდ წითელი სია, რომელშიც ჩამოთვლილი ქვეყნების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდება.

სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ მოუწევთ გამგზავრებამდე PCR ტესტის აღება და ასევე PCR ტესტის ჩანაცვლებას სწრაფი ტესტით შეძლებენ.

დიდი ბრიტანეთის ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორის ტიმ ოლდერსლეიდის განცხადებით, ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რაც ქვეყნის ავიაციის სექტორის გახსნას ხელს შეუწყობს.