მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი G7-ის სამიტზე რუსეთის დასწრების წინააღმდეგია

5ed619f85b0a8
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.20 14:12
896
დიდი ბრიტანეთის მთავრობა დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის დასწრების წინააღმდეგია. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის წარმომადგენელმა გააკეთა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე სტუმრების მოწვევის საკითხი მასპინძელი ქვეყნის ანუ ამ შემთხვევაში აშშ-ის გადასაწყვეტია.

„რუსეთი დიდი შვიდეულიდან ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა; მას შემდეგ რუსეთს ქცევა არ შეუცვლია და არაფერი გაუკეთებია, რაც მის დაბრუნებას გაამართლებდა. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დიდი შვიდეულის სამიტზე დასწრებას“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიდი შვიდეულის მორიგი სამიტი ვაშინგტონში, სექტემბერში გაიმართოს. ამასთან, ტრამპის თქმით, ჯგუფის წევრების გარდა, სამიტზე მიწვეული იქნებიან რუსეთის, ავსტრალიის, სამხრეთ კორეის და ინდოეთის ლიდერებიც.

დიდი ბრიტანეთის გარდა, დიდ შვიდეულის სამიტზე რუსეთის დასწრების წინააღმდეგ გამოვიდა კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.