მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა

5ee38386924a0
ნათია თაქთაქიშვილი
12.06.20 18:38
929
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 20.4%-ით შემცირდა. პრაქტიკულად, ეკონომიკის არცერთი სფერო არ დარჩენილა დაუზიანებელი,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის რეკორდული შემცირება კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისითაა გამოწვეული.

„პრაქტიკულად, ეკონომიკის არცერთი სფერო არ დარჩენილა დაუზიანებელი. მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება განპირობებულია საგანმანათლებლო და და ჯანდაცვის სფეროების მომსახურეობების შეჩერებით, მანქანების გაყიდვის შეწყვეტით, ლუდის ბარების, რესტორნებისა და სასტუმროების დახურვით,“ - აღნიშნულია ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.