მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში რეკორდულად გაიზარდა

60c3716e70e11
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.21 23:40
696
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 27.6%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული ზრდაა ბოლო 12 თვის განმავლობაში. ასეთი მაღალი ზრდა ქვეყნის ეკონომიკის გახსნას და კოვიდ-რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ეკონომიკის რეკორდული ზრდისა მიმდინარე წლის აპრილში, აღნიშნული რიცხვი მაინც 3.7%-ით ჩამორჩება 2020 წლის თებერვლის მონაცემებს, ეს ის პერიოდია სანამ ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის გამო დაწესებული „ლოქდაუნით“ არ დაპაუზდებოდა.

„აღნიშნული რიცხვები ძალიან იმედის მომცემად გამოიყურება, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა აღდგენის პროცესს იწყებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიჩი სუნაკმა.

გასულ თვეს, ინგლისის ბანკმა ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-იდან 7.25%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი 5%-იან ზრდას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ვარაუდობდა.