Disney სტრიმინგ სერვისების მომხმარებელთა რაოდენობის მოსალოდნელზე მეტად ზრდას პროგნოზირებს. BBC-ის ინფორმაციით, 2022 წლის მარტის ჩათვლით, ფლაგმანური Disney+-ის ონლაინ ვიდეო პლატფორმები 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა. როგორც Disney-ში აცხადებენ, პანდემიის ამ ეტაპზე, როცა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, დისნეილენდების და პარკების ბიზნესიც უკეთეს მდგომარეობაშია.
საგულისხმოა, რომ Disney მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა, რაც გასულ თვეში Netflix-მა აბონენტების შემცირების შესახებ განაცხადა. ეს უკანასკნელი, რომელიც სტრიმინგის ადრეული პიონერია, ამბობს, რომ ახალი წევრების დარეგისტრირების პროცესი შენელებულია, მიზეზი კი ისაა, რომ ინდუსტრია დღითიდღე მრავალფეროვანი და მეტად კონკურენტუნარიანი ხდება.
ანალიტიკოსების თქმით, ამ ფაქტორების გარდა, ბოლო დროს სტრიმინგ სერვისებზე მომხმარებლების მოთხოვნის შემცირება შეინიშნება. თუმცა, ამის მიუხედავად, Disney-ში აცხადებენ, რომ სტრიმინგ სერვისებში დიდი მოცულობის ინვესტიციები ჩაიდო, რადგან ეს მიმართულება Disney-სთვის მიიჩნევა, როგორც „ბიზნესის მომავლის გასაღები“.
„ფილმებზე დასწრება იკლებს და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ტრადიციულ ტელევიზიას“, - აცხადებენ Disney-ში.
2019 წლის შემდეგ, Disney+-ის აბონენტების რაოდენობამ თითქმის 138 მილიონს მიაღწია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ისეთი ჰიტებია, როგორებიცაა Marvel-ის "მთვარის რაინდი" და Pixar-ის ფილმი "Turning Red". კომპანია ინდოეთში ასევე ფლობს Hulu-ს, ESPN-სა და Hotstar-ს. სწორედ ამიტომ, Disney-ის აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აბონენტების ზრდა იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე ისინი ელოდნენ. თუმცა, მათივე თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო თვეებში შეიძლება შენელდეს, რადგან ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა პოლონეთი, სიტუაცია ნაკლებ სტაბილური ხდება, მიზეზი - საზოგადოების განწყობებზე უკრაინის ომი გავლენაა.
რაც შეეხება Disney-ის მთლიან შემოსავალს, 2022 წლის იანვარ-მარტში, წინა წელთან შედარებით ის 23%-ით 19,25 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა გასართობი პარკის ბიზნესის მეშვეობით, რომლის შემოსავალიც ამ დროისთვის გაორმაგებულია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება