მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 კლასი – სამინისტრო

60c4521f9b20d
BM.GE
12.06.21 10:17
1004
2020-2021 სასწავლო წლის დასასრულს სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო. განათლების მინისტრის ცნობით, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის 0,2%-ს, ხოლო მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა.

სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთან, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი.

"2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს მთავრდება. ბოლო კვირაში ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტრომ შეძლო სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების პრევენცია და მიმდინარე სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის საკლასო ოთახებში სრულდება",- ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.