მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დრამატული სცენარის შემთხვევაშიც, საქართველოს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება"

5e63ba159551b
თათია ჩაფიჩაძე
07.03.20 21:00
1674
"დრამატული სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, საქართველოს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება“ - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ქავთარაძემ კორონავიურისის ეკონომიკაზე გავლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბევრ მიმართულებასთან ერთად ის ასახვას ლარის კურსზე და ფასებზეც მოახდენს.

„პირველ რიგში ეს იმოქმედებს ტურიზმის შემოსავლებზე, ასევე ქვეყნის შიგნით მოთხოვნაზე და საინვესტიციო მიმართულებით. ამის გათვალისწინებით შენელდება ეკონომიკური ზრდის ტემპი, ასევე გასათვალისწინებელია, რომ როცა გლობალურად ხდება რეცესია, ნავთობის ფასები კლებისკენ მოდის. ამ შემთხვევაში ორი მიმართულება შეიძლება მივიღოთ - ერთ როცა ნავთობის ფასები დრამატულად შემცირდება და აქედან საქართველომ შეიძლება უარყოფითი შოკი მიიღოს და მეორე ის, რომ თუ შემცირება ჩარჩოებში მოექცევა ბენეფიტი იქნება, იმიტომ, რომ ნავთობიმპორტიორი ქვეყანა ვართ და ჩვენს იმპორტში ნავთობპროდუქტებს მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.

მესამე მიმართულება, რაც შეიძლება იყოს, უკავშირდება ლარის კურსს. როცა ტურიზმის შემოსავლები იქნება მცირე, ეს მოახდენს გავლენას გაცვლით კურსზე და შოკი იქნება ფასებზე. მაგრამ როცა მოთხოვნა მცირდება ის აბალანსებს ფასების ზრდას, თუმცა, ფასებზე ზეწოლა მაინც იქნება. მაგრამ ჩვენი შეფასებით, მთავრობას აქვს ბუფერი, რომ ეს დრამატული სცენარი არ განვითარდეს. დრამატული სცენარის განვითარების შემთხვევაში, რესურსები 100%-ით საკმარისი არ არის, თუმცა მისი შემსუბუქება შესაძლებელია. უკიდურეს სცენარში რაც გვაქვს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა მაინც გვექნება.

შეიძლება ვისაუბროთ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განაკვეთის შემცირებაზე ან გაზრდაზე. როცა დრამატული სცენარი დადგება, გააჩნია მის ზომას. პირდაპირ არ შეგვიძლია ეს ვთქვათ, ნებისმიერი სცენარი შეიძლება განვითარდეს“ - განაცხადა ქავთარაძემ.